ბლოგი
სტატიები არ მოიძებნა
მალე დაემატება ახალი სტატიები
მალე დაემატება ახალი სტატიები
შპს ''პერქს'' · ს/ნ: 400455690
შპს ''პერქს'' ს/ნ: 400455690 (შემდგომში „Perks", „ჩვენ" ან „კომპანია") პატივს სცემს თქვენს პირად სივრცეს. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და განსაზღვრავს ჩვენი პლატფორმით (www.perks.ge) სარგებლობისას თქვენი მონაცემების დამუშავების, შენახვისა და უსაფრთხოების წესებს.
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სერვისის უზრუნველსაყოფად. თითოეული მონაცემის დამუშავებას აქვს თავისი მკაცრი სამართლებრივი საფუძველი:
სამართლებრივი საფუძველი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და თქვენი თანხმობა.
ინფორმაცია თქვენი დამსაქმებელი კომპანიის შესახებ და არჩეული სააბონენტო პაკეტი.
სამართლებრივი საფუძველი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
პარტნიორ ობიექტებში ვიზიტების ისტორია, დაგროვებული და დახარჯული P-Coin-ები.
სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (სერვისის გაუმჯობესება) და სახელშეკრულებო ვალდებულება.
IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი, სესიის სტატუსი.
სამართლებრივი საფუძველი: თქვენი თანხმობა (ვებსაიტზე ავტორიზაციისას).
საგადახდო ბარათის ნაწილობრივი მონაცემები (მხოლოდ პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი) გამოწერის ავტომატური განახლების სამართავად (სრულ მონაცემებს ამუშავებს პარტნიორი ბანკი).
სამართლებრივი საფუძველი: კანონისმიერი ვალდებულება და ხელშეკრულების შესრულება.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მიზნებისთვის:
Perks იცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და იღებს ვალდებულებას არ გადასცეს მესამე პირს. მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:
თქვენი მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ ხომ არ გამოიყენება პროფილი არაკეთილსინდისიერად (მაგალითად, SMS კოდის სხვა პირისთვის გადაცემა). სისტემამ შესაძლოა ავტომატური რეჟიმით დროებით შეაჩეროს თქვენი ანგარიში, თუ დაფიქსირდა არაბუნებრივი ან საეჭვო ტრანზაქციული აქტივობა. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენი გუნდის (ადამიანის) მიერ.
თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის (სარეკლამო SMS ან Email შეტყობინებების) შეწყვეტა:
მარკეტინგული შეტყობინებების გათიშვა არ იწვევს საოპერაციო (მაგ. ვერიფიკაციის SMS კოდები) შეტყობინებების მიწოდების შეწყვეტას.
Perks-ის პლატფორმა შექმნილია სრულწლოვანი პირებისთვის. ჩვენ მიზანმიმართულად არ ვაგროვებთ მონაცემებს 18 წლამდე პირების შესახებ. პლატფორმაზე ავტორიზაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის. არასრულწლოვანი პირის მიერ რეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი პროფილი დაუყოვნებლივ გაუქმდება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ სტანდარტებს (მათ შორის, დაშიფრვას) თქვენი მონაცემების არაავტორიზებული წვდომისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დასაცავად. გთხოვთ, არ გაანდოთ თქვენი პაროლი და SMS კოდები მესამე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მონაცემთა გაჟონვაზე.
წინამდებარე დოკუმენტში შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პირად შეტყობინებას ან განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ჩაითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობად.
თუ გაქვთ კითხვები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ან გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - ელ.ფოსტა: privacy@perks.ge
www.perks.ge
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს პლატფორმა Perks-სა (შემდგომში - „კომპანია") და პლატფორმით მოსარგებლე პირს (შემდგომში - „მომხმარებელი") შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ვებ-გვერდზე (www.perks.ge) ავტორიზაციითა და მომსახურების პირობებზე თანხმობის ღილაკის მონიშვნით, თქვენ სრულად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს.
8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), რაც მოიცავს: სტიქიურ უბედურებებს, ომს, პანდემიას, კიბერ-შეტევებს, სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ ისეთ აქტებს, რომლებიც შეუძლებელს ხდის პლატფორმის ოპერირებას.