შპს ''პერქს'' ს/ნ: 400455690 (შემდგომში „Perks", „ჩვენ" ან „კომპანია") პატივს სცემს თქვენს პირად სივრცეს. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და განსაზღვრავს ჩვენი პლატფორმით (www.perks.ge) სარგებლობისას თქვენი მონაცემების დამუშავების, შენახვისა და უსაფრთხოების წესებს.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ და რა არის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი?
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სერვისის უზრუნველსაყოფად. თითოეული მონაცემის დამუშავებას აქვს თავისი მკაცრი სამართლებრივი საფუძველი:
საიდენტიფიკაციო, ლოკაციური და საკონტაქტო მონაცემები:
- სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი (პლატფორმაზე მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკაციისთვის, გაორებული ანგარიშებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით);
- საცხოვრებელი ქალაქი (თქვენს ლოკაციაზე მაქსიმალურად მორგებული, რელევანტური პარტნიორი ობიექტების შესათავაზებლად);
- ტელეფონის ნომერი (აუცილებელია ფასდაკლების SMS ვერიფიკაციისთვის) და ელ.ფოსტა.
სამართლებრივი საფუძველი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და თქვენი თანხმობა.
კორპორატიული მონაცემები:
ინფორმაცია თქვენი დამსაქმებელი კომპანიის შესახებ და არჩეული სააბონენტო პაკეტი.
სამართლებრივი საფუძველი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
ტრანზაქციული და აქტივობის მონაცემები:
პარტნიორ ობიექტებში ვიზიტების ისტორია, დაგროვებული და დახარჯული P-Coin-ები.
სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (სერვისის გაუმჯობესება) და სახელშეკრულებო ვალდებულება.
ტექნოლოგიური მონაცემები (Cookies):
IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი, სესიის სტატუსი.
სამართლებრივი საფუძველი: თქვენი თანხმობა (ვებსაიტზე ავტორიზაციისას).
ფინანსური მონაცემები:
საგადახდო ბარათის ნაწილობრივი მონაცემები (მხოლოდ პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი) გამოწერის ავტომატური განახლების სამართავად (სრულ მონაცემებს ამუშავებს პარტნიორი ბანკი).
სამართლებრივი საფუძველი: კანონისმიერი ვალდებულება და ხელშეკრულების შესრულება.
2. რატომ ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მიზნებისთვის:
- ვერიფიკაცია და მომსახურების გაწევა: თქვენი ტელეფონის ნომერი აუცილებელია პარტნიორ ობიექტზე ერთჯერადი SMS კოდის მისაღებად და ფასდაკლების ვალიდაციისთვის.
- ანგარიშის მართვა: Family Sharing-ის ფარგლებში ოჯახის წევრის დამატების ან პაკეტის ცვლილების პროცესების უზრუნველსაყოფად.
- პირდაპირი მარკეტინგი და კომუნიკაცია: სიახლეების, ახალი პარტნიორი ობიექტებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.
3. ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს?
Perks იცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და იღებს ვალდებულებას არ გადასცეს მესამე პირს. მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:
- პარტნიორ ობიექტებთან: ვალიდაციის პროცესში პარტნიორი ობიექტი იყენებს მხოლოდ თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემს (ტელეფონის ნომერს/კოდს), რათა მოხდეს ფასდაკლების დადასტურება ჩვენს სისტემაში. მათ არ აქვთ წვდომა თქვენს სრულ პირად პროფილსა და ვიზიტების ისტორიაზე.
- სერვის-პროვაიდერებთან (მესამე მხარეებთან): სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან (SMS კოდების გამოსაგზავნად), საგადახდო სისტემებთან და სერვერულ პროვაიდერებთან, რომლებიც მოქმედებენ მკაცრი კონფიდენციალურობის ხელშეკრულების საფუძველზე.
- სახელმწიფო ორგანოებთან: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგ. დანაშაულის გამოძიება ან საგადასახადო აუდიტი).
4. თაღლითობის პრევენცია და ავტომატური გადაწყვეტილებები (პროფაილინგი)
თქვენი მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ ხომ არ გამოიყენება პროფილი არაკეთილსინდისიერად (მაგალითად, SMS კოდის სხვა პირისთვის გადაცემა). სისტემამ შესაძლოა ავტომატური რეჟიმით დროებით შეაჩეროს თქვენი ანგარიში, თუ დაფიქსირდა არაბუნებრივი ან საეჭვო ტრანზაქციული აქტივობა. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენი გუნდის (ადამიანის) მიერ.
5. მონაცემთა შენახვის ვადები
- აქტიური მომსახურება: თქვენი მონაცემები ინახება პლატფორმით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
- სესიის მონაცემები: ავტორიზაციის სტატუსი ვებსაიტზე ინახება 4 თვის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ თავად არ გამოხვალთ სისტემიდან (Log out).
- მომსახურების შეწყვეტის შემდეგ: ანგარიშის გაუქმების შემდეგ, საგადასახადო/ფინანსური ანგარიშგებისა და შესაძლო სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით, მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები სრულად ნადგურდება.
6. პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის უფლება
თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის (სარეკლამო SMS ან Email შეტყობინებების) შეწყვეტა:
- პირადი პროფილიდან: პარამეტრების განყოფილებაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნის მოხსნით.
- ელ.ფოსტით: მოგვწერეთ მისამართზე privacy@perks.ge სათაურით "MARKETING-OFF".
მარკეტინგული შეტყობინებების გათიშვა არ იწვევს საოპერაციო (მაგ. ვერიფიკაციის SMS კოდები) შეტყობინებების მიწოდების შეწყვეტას.
7. არასრულწლოვანი პირები
Perks-ის პლატფორმა შექმნილია სრულწლოვანი პირებისთვის. ჩვენ მიზანმიმართულად არ ვაგროვებთ მონაცემებს 18 წლამდე პირების შესახებ. პლატფორმაზე ავტორიზაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის. არასრულწლოვანი პირის მიერ რეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი პროფილი დაუყოვნებლივ გაუქმდება.
8. მომხმარებლის უფლებები და მონაცემთა მართვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ;
- მონაცემების გასწორება, განახლება ან დამატება;
- მონაცემების პორტირება (ასლის გადმოცემა);
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა ან სრულად წაშლა (Right to be Forgotten), თუ აღარ არსებობს მათი შენახვის კანონისმიერი საფუძველი;
- თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა.
იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
9. უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ სტანდარტებს (მათ შორის, დაშიფრვას) თქვენი მონაცემების არაავტორიზებული წვდომისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დასაცავად. გთხოვთ, არ გაანდოთ თქვენი პაროლი და SMS კოდები მესამე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მონაცემთა გაჟონვაზე.
10. ცვლილებები პოლიტიკაში
წინამდებარე დოკუმენტში შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პირად შეტყობინებას ან განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ჩაითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობად.
11. საკონტაქტო ინფორმაცია და მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO)
თუ გაქვთ კითხვები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ან გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - ელ.ფოსტა: privacy@perks.ge